წყლის სისტემის რეაბილიტაცია

21 აპრილი 2016, 00:00 5787 ნახვა

წყალსადენის სისტემის მოწყობა უკვე დაიწყო  სოფელ ლეღვაში.  პროექტის ფარგლებში დაიდგმება რკინა- ბეტონის წყალშემკრები რეზერუარები, აშენდება საქლორატორი სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება მოსახლეობის დაქსელვა და ათასამდე ოჯახის გამრიცხველიანება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში