მე ვრჩები სიმბოლოდ და სტანდარტად, ყველა შემდგომ მინისტრს ჩემთან შედარება უწევს - ვანო მერაბიშვილი

21 თებერვალი 2020, 12:43 1481 ნახვა

მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება, – განაცხადა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას. თქვა, რომ მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებას არ აპირებს. 

„ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზების გამო, მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი იქნება რაღაც პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა მატროსოვის ციხე გუშინ დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში