5 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება

22 თებერვალი 2020, 12:47 1096 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის მიერ 21 იანვარს პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან ვიზიტის ჩანაწერის გასაჯაროებას აფასებენ. განცხადებაში საუბარია ომბუდსმენის შეხვედრაზე პატიმრებთან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ გაასაჯაროვა.

5 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ქმედებები, ომბუდსმენის საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას ხელს უშლის.

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით, აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში