ამინდი, ბათუმი - ხვალ გაწვიმდება და აცივდება

24 თებერვალი 2020, 10:59 2871 ნახვა

ხვალ, 25 თებერვალს, ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად ქვეყნის ტერიტორიის დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი და ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3-4 ბალი.

დაბლობ რაიონებში ტემპერატურა +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს, მაღალმთაში ყველგან მოსალოდნელია  ტემპერატურა -1, -3 გრადუსი.

აჭარის მთიან ზოლში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, შესაძლებელია ძლიერი ნალექი.

რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ზღვის ზონიდან 500 მეტრის ზემოთ - მთიან და მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია განვითარდეს მეწყრული პროცესები, ასევე ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო გზებზე გადაადგილებისას შეზღუდული ხილვადობის გამო.

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში