ზამთრის ბოლო სამი დღე, გაზაფხულივით თბილი იქნება

25 თებერვალი 2020, 10:30 3105 ნახვა

ხვალ საქართველოში +10, +15, შემდეგ დღეებში კი +20, +25 გრადუსამდე დათბება. ღამით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება და დღისით ყველგან გამოიდარებს, ინტენსიურად მოხდება თბილი და მშრალი ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც მომდევნო 3 დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

26 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს ბარსა და სანაპირო კურორტებზე +12, +14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +11 გრადუსი.

27 თებერვალს, ტემპერატურის საგრძნობი მომატებაა მოსალოდნელი - სანაპირო კურორტებზე +20, +22 გრადუსამდე დათბება, დასავლეთის დაბლობზე +23, +25, აღმოსავლეთის ბარში კი, 16, +18 გრადუსი იქნება. 

უახლოეს დღეებში საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტემპერატურა დადებითი ნიშნულით დღისით +10, +12 გრადუსს მიაღწევს.

 

ფოტო: დავით ჯაყელიძე 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში