''ქართული ოცნების'' შეთავაზება – მემორანდუმი

20 სექტემბერი 2016, 00:00 3486 ნახვა

''ქართული ოცნება'' პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს დღეს გამოაქვეყნებს. პარტიაში მემორანდუმის გამოქვეყნების კონკრეტულ საათს ჯერჯერობით არ ასახელებენ. როგორც ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. კობახიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიები ”ქართული ოცნების” შეთავაზებას შეუერთდებიან და მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

ამავე კატეგორიაში