"გვიწევდა ღირსებადაკარგული ქალების მოგერიება" - ამჯერად ქართველ ჟურნალისტებს ლავროვის პრესსპიკერი შეურაცხჰყოფს

25 თებერვალი 2020, 17:37 1620 ნახვა

ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა: "თქვენ გოგოებო ავადმყოფები ხართ?" - ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე,  ჩამოვა თუ არა საქართველოში, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩატარდება. 

ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, შეურაცმყოფელი პოსტი დაწერა სერგეი ლავროვის სპიკერმა, მაია ზახაროვამ. თქვა, რომ ქართველი ჟურნალისტები თავს დაესხნენ ლავროვს, ყვიროდნენ და ძიძგილაობდნენ მინისტრთან მისაახლოებლად. 

"გვიწევდა ღირსებადაკარგული ქალების მოგერიება და იცით რისი კითხვა სურდათ? არ დაიჯერებთ, აინტერესებდათ ჩავა თუ არა თბილისში ლავროვი. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო", — წერს ზახაროვა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში