ბათუმის მერიამ სამშენებლო სექტორისთვის ახალი საფასურები დააწესა, ნაწილი კი გაზარდა

25 თებერვალი 2020, 21:00 2112 ნახვა

ბათუმის მერიამ სამშენებლო სექტორისთვის ახალი საფასურები დააწესა, ნაწილი კი გაზარდა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით ცვლილება სამი კატეგორიისგან შედგება, მათ შორის ეხება გარე-ვაჭრობას, პარკირებას და სამშენებლო მიმართულებას. კერძოდ, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სამშენებლო არეალის გაფართოვების მიზნით ითვისებენ საზოგადოებრივ სივრცეებს და თვეობით გადაკეტილი აქვთ ტროტუარები, არათუ ყოველწლიური უმნიშვნელო, არამედ ყოველთვიური მნიშვნელოვანი გადასახადის გადახდა მოუწევთ. მაგალითად, თუ 50 კვადრატულ მეტრზე აქამდე კომპანია ერთ წელიწადში ერთჯერადად 50 ლარს იხდიდა, ამიერიდან თვეში 5000 ლარის გადახდა მოუწევს. ახალი გადასახადი დაწესდება საძირკვლიდან გრუნტის წყლების გადატუმბვისთვისაც, რაც ცალკე პრობლემებს იწვევდა ქალაქის სანიაღვრე არხებისთვის.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში