შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე?

26 თებერვალი 2020, 20:37 1030 ნახვა

ოპოზიციის გაერთიანებაში ამბობენ, რომ საბოლოოდ მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე მარტის შუა რიცხვებში ჩამოყალიბდებიან, მაგრამ წინასწარ გავრცელებულმა ინფორმაციამ გაერთიანებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.

შეუთანხმებელი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ალეკო ელისაშვილი კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა - „არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე, როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა“ - განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია ახლაც გაუგებრობაშია, შესაბამისად ისინი ვერ მომავალში შექმნიან სტაბილურ მთავრობას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში