"ხელისუფლებამ დააგვიანა საზღვრების ჩაკეტვა" - ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების სამოქმედო გეგმა

27 თებერვალი 2020, 20:37 1806 ნახვა

10 მარტიდან აპრილის დასაწყისამდე ავიარეისები შეაჩერა იტალიის მიმართულებით ვიზეარმა. შეზღუდვა ეხება არა მხოლოდ საქართველოდან იტალიის მიმართულებით რეისებს, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ეს კერძო კომპანიის გადაწყვეტილებაა, საქართველოს კი ჯერ-ჯერობით ევროკავშირის ქვეყნებთან, კერძოდ იტალიასთან ფრენების შეზღუდვაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. შეჩერებულია მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან.

საქართველოს მთავრობის ცნობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია კორონავირუსთან ბრძოლისთვის, მოწყობილია შესაბამისი სივრცეები და ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო მასალა.  ქვეყნის მთავრობის სხდომაზე სწორედ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები იყო მთავარი საკითხი დილით. სამინისტროს დაევალა მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში