ბათუმის უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის სახელოსნო გაიხსნება

27 თებერვალი 2020, 20:53 3189 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რეჟისორ ზაზა ხალვაშის სახელობის სახელოსნო გაიხსნა. სასწავლებლის რექტორის, მაია ჭიჭილეიშვილის განცხადებით დაფუძნდა ზაზა ხალვაშის სახელობის სტიპენდიაც, ამასთან, რეჟისორის სახელის უკვდავსაყოფად იგეგმება სტუდენტური კინოფესტივალის ჩატარება. კინორეჟისორი ზაზა ხალვაში სარეჟისორო მოღვაწეობის პარალელურად ხელოვნების უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი 4 თებერვალს გარდაიცვალა. ზაზა ხალვაში ბევრი ცნობილი და საერთაშორისოდ აღიარებული ფილმის და სერიალის რეჟისორია. ბოლოს ახალ სურათზე „ლოტოზე,“ მუშაობდა, რომლის პრემიერაც გაზაფხულზე იგეგმებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში