სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა

29 თებერვალი 2020, 13:03 1143 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამას იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ  პროგრამა მიზნად ახალგაზრდა მეწარმეების , სტარტაპების ხელშეწყობას და  არსებული ბიზნესების გაფართოებას ისახავს. 

5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. დაფინანსების მინიმალური ოდენობა 5 ათასი მაქსიმალური კი, 100 ათასი ლარია. სახელმწიფო პროექტების 70 პროცენტიანი თანადაფინანსებით განახორციელებს.

„მთავარის კითხვაზე“, ხომ არ უკავშირდება პროგრამის განხორციელება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ პროექტი გასულ წელს არის შემუშავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში