ამინდი, ბათუმი - ორ დღეში ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს

02 მარტი 2020, 10:29 4476 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში აჭარაში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე ხვალ +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ზეგ +21, +23 გრადუსი იქნება.

მთაში ხვალ +10, +12, ზეგ +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უახლოეს დღეებში ამინდს განსაზღვრავს ანტიციკლონი, რომელიც ღამით შედარებით ცივ, დღისით კი მზიან და თბილ ამინდს განაპირობებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში