ფოტოგამოფენა ქუთაისში

21 სექტემბერი 2016, 00:00 3637 ნახვა

''შეაჩერე წამი''- ამ სახელწოდებით ფოტოგამოფენა ქუთაისის ფოტო-კინო-მატეანეს მუზეუმში მოეწყო. საგამოფენო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა 18 ნამუშევარი გამოიფინა. ბათუმელი მოზარდების ექსპოზიციას ქუთაისი  სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს. ფოტოების ჩვენება უკვე მოეწყო ბათუმში.  ორგანიზატორები  გეგმავენ სხვა ქალაქებსაც ესტუმრონ.  პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში