პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარსდგება

03 მარტი 2020, 11:50 1189 ნახვა

ხვალ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში მორიგი ანგარიშით წარსდგება. ეს სალომე ზურაბიშვილის რიგით მეორე ანგარიშია, რომელსაც  კანონმდებლებს წარუდგენს.    

ჯერჯერობთ არ კონკრეტდება რა მოხდება პრეზიდენტის ანგარიშში, თუმცა  დაზუსტებულია რომ ოპოზიცია  სხდომას არ დაესწრება.

დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან  და  ევროპული საქართველოდან აცხადებენ რომ   ის იმდენად ნომინალური ფიგურაა რომ   მისი გამოსვლის  გაპროტესტებასაც კი არ გეგმავენ.  მმართველი ძალის    წარმომადგენლები კი  ფიქრობენ რომ მათ პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში