კორონავირუსი - ვითარება თბილისის და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში

03 მარტი 2020, 12:09 1339 ნახვა

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად,ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მონაცემები არ გაზრდილა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული. მათი მდგომარეობაც სტაბილურია რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 2 პაციენტია მოთავსებული.

ერთის შემთხვევაში კვლევამ კორონავირუსი არ დაადასტურა და ის კლინიკას მალე დატოვებს. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში