საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წლიურ მოხსენებას წარუდგენს

04 მარტი 2020, 12:00 1291 ნახვა

ორ საათში პარლამენტში პრეზიდენტი მივა, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხების გარდა, შესაძლებელია პრეზიდენტი შეწყალების კომისიასაც შეეხოს.

დეპუტატების ინფორმაციით, კითხვები დაისმება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც პრეზიდენტს ეხება.

პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში