ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დირექტორი შეიცვალა

04 მარტი 2020, 16:54 5112 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, საკუთარი განცხადების საფუძველზე დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა დატოვა. მის ნაცვლად კი სოლომონ ფუტკარაძე დაინიშნა.   ექიმი - რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, სოლომონ ფუტკარაძე  თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ წარუდგინა. 

„ბატონი სოლომონი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი დამსახურებული ექიმია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა და კარგად იცნობს აქ არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ერთობლივად სამედიცინო საზოგადოებასთან, აჭარის მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ახალდაფუძნებულ ჰოლდინგთან ერთად ვიზრუნებთ, რომ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ინტეგრირებული იყოს კლინიკების ერთიან ქსელში და ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რაც არის მოქმედი კლინიკის და იქნება მომავალი სამედიცინო დაწესებულების წინაშე.

რაც შეეხება ბატონ მალხაზს, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სფეროს მართვაში, ლექციებს კითხულობს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, რჩება ჩვენი გუნდის წევრად და მის გამოცდილებას გამოვიყენებთ სახელმწიფო მართვის სფეროში“, -  ზაალ მიქელაძის კომენტარს, მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში