პეტრე ზამბახიძე ამომრჩეველთა სიებში უზუსტობაზე საუბრობს

21 სექტემბერი 2016, 00:00 3446 ნახვა

''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' ბათუმის ოლქის საარჩევნო უბნების სიებში მკვდარი სულების არსებობაზე საუბრობენ. პეტრე ზამბახიძის მტკიცებით, მათ მიერ გადამოწმებული რამდენიმე ამომრჩეველი 20 სექტემბრის მდგომარებით გარდაცვლილი აღმოჩნდა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ თუ არჩევნებამდე სიების კორექტირება არ მოხდება, აღნიშნული კონკრეტულმა სუბიექტებმა შესაძლოა შედეგების გაყალბებისა და ეგრეთ წოდებული კარუსელის დასატრიალებლად გამოიყენონ. ზამბახიძის განცხადებას ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოეხმაურნენ. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სიების ფორმირების ვადა ხვალ იწურება და მოქალაქეებმა, რომლებიც ამომრჩევლებს შორის გარდაცვლილ ნათესავებს აღმოაჩენენ, საუბნო კომისიებს განცხადებით და გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა მიმართონ.

ამავე კატეგორიაში