ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა

05 მარტი 2020, 20:12 1246 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა. „ვფიქრობ, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში“- განაცხადა შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეკატერინე ტიკარაძემ დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში