კორონავირუსი - შეხვედრა ელჩებთან

06 მარტი 2020, 12:00 1337 ნახვა

კორონავისურთან დაკავშირებით საუბრობენ ამ წუთებში თბილისში, საქართველოში აკრედიტებული ელჩებთან შეხვედრაზე.   მთავარი თემაა როგორ იმუშაონ ქვეყნებმა ერთობლივად და რა სამუშაოები დაიგეგმოს სამომავლოდ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა.

ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, რომელიც შეხვედრას ესწრება, განმარტავს, რომ ქვეყნებს დამატებითი ზომების მიღება შეუძლიათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა აცნობონ და დაუსაბუთონ მიღებული ზომების საჭიროება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში