„ შემაშფოთებელია, როცა მესმის ზოგიერთ შემთხვევაზე“-  კელი დეგნანი  მედია გარემოზე  

07 მარტი 2020, 15:11 1696 ნახვა

აშშ ელჩი ბოლო პერიოდში მედიაზე განხორციელებულ შეტევებს ეხმაურება.

მისი თქმით შემაშფოთებელია, როდესაც არის ზეწოლა მედიასაშუალებებზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თავის კითხვაში კელი დეგნანის მიმართ საუბრობდა მათ შორის აჭარის მაუწყებელზეც, დიპლომატის თქმით აშკარაა,რომ  ეს საკითხები არის  ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთულია დღევანდელ მედიაგარემოში, სადაც არიან ბლოგერები, სოციალური მედია, დეზინფორმაცია და სიცრუე, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და რომლის სიმართლისგან გარჩევა ძალიან რთულია.დეგნანის თქმით აშშ ებრძვის ამას მთელს მსოფლიოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში