უმრავლესობის და ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში

08 მარტი 2020, 15:10 1205 ნახვა

ამ წუთებში  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი  კელი დეგნანი   პოლიტიკურ სპექტრს , ხელისუფლებისა  და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრამდე გაკეთდა განცხადებებიც. ოპოზიციის წევრების მოთხოვნები უცვლელია. 

პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა და  იმ პირების გათავისუფლებაა , რომელიც  მათივე თქმით, პოლიტიკური პატიმრები არიან.  მათი მოთხოვნა იყო, რომ  125/25 ზე უნდა ყოფილიყო თანაფარდობა.ოპონენტები, ახლა ქართული ოცნებისგან ელოდებიან მანდატების გადანაწილების საკითხს. დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსი შუამავლობით არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს . სავარაუდოდ დღეს  ბოლო შეხვედრა, 9 მარტი არის ბოლო თარიღი, როდესაც უნდა მოხდეს კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში