2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება

08 მარტი 2020, 20:01 1338 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს,  ოპოზიცია  და მმართველი გუნდი შეთანხმდა. როგორც აშშ-ს ელჩთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

ასევე, პოლიტიკოსები შეთანხდნენ, იმაზეც, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-იანი იქნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში