ფორმალური და არაფორმალური დიალოგი შედგა

08 მარტი 2020, 20:10 1883 ნახვა

შეთანხმებამდე იყო მოლაპარაკებების 4 ოფიციალური და რამდენიმე არაოფიციალური რაუნდი. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია და საარჩევნო სისტემა პროპორციულით არ შეიცვალა, პარლამენტს გარეთ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, უმრავლესობა  კი  რამდენიმე წევრმა დატოვა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.

ამ პროცესს თან ახლდა კონგრესმენებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების წერილები, რომლითაც ისინი წუხილს გამოთქვამდნენ დარღვეულ პირობაზე და ჩიხში შესულ პროცესზე. კონგრესმენებს, თავიანთ წერილებში, არც ხელისუფლებისადმი კატეგორიული ტონი გამორჩენიათ.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში