ამინდი, ბათუმი - მომდევნო დღეებში შედარებით აგრილდება

10 მარტი 2020, 10:47 1520 ნახვა

ხვალ და ზეგ აჭარაში დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამის საათებში კი შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის თბილ ფიონურ ქარს, დასავლეთის ქარი შეცვლის, რომლის გავლენითაც შედარებით აგრილდება.

11 მარტი

ბათუმი - ცვალებადი მოღრუბლულობა. დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +18 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ დასავლეთის ქარი 10-15- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12 დღისით +17

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +19

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +18

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +20

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +12

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში