თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პოლიცია გააკონტროლებს - ამირან გამყრელიძე

10 მარტი 2020, 17:09 2635 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს პოლიციაც განახორციელებს. აქამდე მოქალაქეებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ამოწმებდნენ. 

''ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ჩვენს მთავარ პრობლემას, თვითიზოლაციაში მყოფების მონიტორინგი. შესაბამისად ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებისა გარდა, მხარდაჭერა გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც. პროცესში პოლიციაც ჩაერთვება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით  ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუშია გადაგზავნილი და კვლევის შედეგებს ელოდებიან. 

''საქართველოში 466 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც საჭიროებდა კვლევას. ყველა გატესტილია ზოგი ორჯერ. დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. კვლევაზეა 23 ნიმუში, აქედან 17 თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი კი სხვადასხვა კლინიკიდან. კარანტინში 178 ადამიანი რჩება, თვითიზოლაციაში კი 1108 ადამიანი'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

გურიაში, ოზურგეთში მცხოვრებლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც იტალიიდან 4 დღის წინ ჩამოსული ქალი, თვითიზოლაციის წესებს არღვევდა და ქუჩაში დადიოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში