ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხე - მთავრობა ანტიკირიზისულ გეგმაზე მუშაობს

11 მარტი 2020, 14:39 1569 ნახვა

კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენებზე ისაუბრეს მთავრობის წევრებმა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. ცნობილი გახდა, რომ ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ერთობლივ ნაბიჯები გადაიდგმება.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ნეგატიური ეკონომიკური გავლენები. 

საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, მიმდინარე გადახდებში დაეხმარნონ.

''ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შევთავაზოთ ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეფექტური იქნება. ამაში ჩვენს და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ. ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და სამომავლო პერსპექტივები ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით'' - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ნაბიჯებს გადადგამენ ტურიზმის სფეროში დასაქმებულების დასახმარებლად, ან რა შეღავათები შეიძლება ჰქონდეთ მოქალაქეებს საბანკო სექტორიდან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში