იქცევა თუ არა კანონად ოპოზიციისა და ხელისუფლებას შეთანხმება

11 მარტი 2020, 18:20 1219 ნახვა

ოპოზიციისა და უმრავლესობის შეთანხმება საარჩევნო სიაზე მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა.

ბიუროს სხდომა ერთი საათის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დრომდე გადადეს. ცნობილია, რომ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება. ისინი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას პოლიტპატიმრების გათვისუფლებამდე არ აპირებენ. უმრავლესობის წევრები კი ისევ ამტკიცებენ, რომ მათ პოლიტპატიმრები არ ჰყავთ.

ახალი საარჩევნო მოდელის დოკუმენტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მანამდე კი საყოველთაო განხილვები გაიმართება, რისთვისაც ერთი თვეა განსაზღვრული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში