აჭარაში არსებულ სასტუმროებში ჯავშნები მასობრივად გაუქმდა

12 მარტი 2020, 18:09 2023 ნახვა

კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყნებს შორის შეწყვეტილმა მიმოსვლამ მთავარი დარტყმა ტურისტულ სექტორს მიაყენა, „მთავართან“ ტურისტული ბიზნესის მქონე პირები მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ.  აჭარაში არსებულ სასტუმროებში  მარტსა და აპრილში მასობრივად მოიხსნა ჯავშანი - ინფორმაციას დეპარტამენტის თავმჯდომარეც გვიდასტურებს.

თინა ზოიძის განმარტებით, გაუქმებული ვიზიტები განსაკუთრებით იმ სასტუმროებზე აისახა, რომლებიც ისრაელსა და ირანიდან ჩამოსულ ტურისტულ ჯგუფებზე მუშაობდნენ. მისივე თქმით, კორონა ვირუსის გამო მიყენებული ზიანის შესამცირებლად ამ ეტაპზე კერძო სექტორთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში