მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

12 მარტი 2020, 18:15 1550 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს დღის ბოლომდე მოსთხოვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა. განმარტავენ, რომ ეს იქნება გლობალურად ქართული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც გლობალურ გამოწვევებს პასუხობს. რა სახით შეიმუშავებენ კრიზისთან გამკლავების მოდელს ამ დროისთვის უცნობია. საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში