საარჩევნო სისტემა უმაღლეს საბჭოში - მხარეები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

12 მარტი 2020, 18:22 1571 ნახვა

მხარეები კონსულტაციის დაწყებისთვის მზად არიან, თუმცა  როდის დაიწყება მოლაპარაკებები უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. პროცესი შესაძლოა მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო გაჭიანურდეს.

ამ დრომდე ოპოზიცია ითხოვს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  პროპორციული სისტემით აირჩეს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე  მზად არის განიხილონ ყველა შესაძლო მოდელი. რაც შეხება მესამე სექტორის პოზიციას, ისინი განმარტავენ, რომ სამართლიანად გადანაწილდება მანდატები პროპორციული სისტემის დამტკიცების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, ასე რომ ოპოზიციის მოთხოვნას არასამთავრობო სექტორი ლეგიტიმურად აფასებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში