ხანძარი ქობულეთში - უახლესი ინფორმაცია ხანძრის გავრცელების შესახებ

13 მარტი 2020, 20:08 2212 ნახვა

ხანძარი ქობულეთში. ცეცხლი თბილისი - ბათუმის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალთან, ოჩხამურის მონაკვეთთან გავრცელდა.  იწვის ეკალ-ბარდი, თხილის პლანტაცია. ასევე ხანძარია ფიჭვნარში.    ცეცხლი სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან  ხანძრის დროული ლოკალიზებისთვის დამატებითი ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.  შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.  ცეცხლი დაახლოებით,  5 ჰექტარზეა მოდებული. ცეცხლი უკიდია ასევე  საყანე მიწის ნაკვეთებსაც. მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში