გათავისუფლების  შუამდგომლობა და  არა შეწყალება 

14 მარტი 2020, 15:35 1576 ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანა. უფლებადამცველის განცხადებით, იმის გამო რომ უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა, მისი გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი, პრეზიდენტის შეწყალებაა. მანამდე სალომე ზურაბიშვილს   11-მა ევროპარლამენტარმა გაუგზავნა წერილი.

პარლამენტარები ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებით და შეიწყალოს ევროპული საქართველოს დაკავებული ლიდერი. სასამართლომ  გიგი უგულავა 2020 წლის 10 თებერვალს, „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში