კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა

16 მარტი 2020, 18:02 1506 ნახვა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საქართველოში, კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. განკურნებული თბილისის ინფექციურში ზუსტად 20 დღე მკურნალობდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა. უარყოფით პასუხს კიდევ 2 პაციენტი ელოდება.

დედაქალაქში დაფიქსირებული კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ კოვიდ-19 ბათუმში ერთ პაციენტს გუშინ დაუდასტურდა, რომელიც ინფექციურში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. საეჭვო სიმპტომებით კლინიკაშია მოთავსებული კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში