უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრები იკეტება

16 მარტი 2020, 18:10 1967 ნახვა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში კი - 54. მთავრობა ყოველდღე ახალ შეზღუდვას აწესებს. დღეს უწყებათაშორისმა კომისიამ 5 ახალი გადაწყვეტილება გაახმოვანა.

ორ დღეში საქართველოს საზღვრები ორი კვირით ჩაიკეტება, სეზონს დროზე ადრე დაასრულებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები, კაფე-რესტორნები  კი ე.წ გატანის სერვისებით იმუშავებენ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი მაქსიმალურად უნდა მოექცნენ იზოლაციაში - ამ ყველაფერს კი მონიტორინგს გაუწევენ სპეციალური მექანიზმით.

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრებს მიღმა არიან და სამშობლოში დაბრუნება სურთ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ საქართველოს ავიახაზების საშუალებით შეუძლიათ დაბრუნება. მთავრობამ დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება გაახმოვანა, პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ახალი პატიმრის შეყვანისას მას საპატიმროს გარეთ შეამოწმებენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში