ბაღებში გათვალისწინებული კვების თანხა, ვაუჩერის სახით ოჯახებს დაურიგდეთ - ენმ ინიციატივა

16 მარტი 2020, 18:41 2677 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერიას ინიციატივით მიმართავს. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერებილია. შესაბამისად, მისი თქმით, ბავშვებისთვის გათვალისწინებული კვების ფული ვაუჩერის სახით ოჯახებს უნდა დაურიგდეთ.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ასევე აკრიტიკებს ამ საკითხზე  თბილისის მერიის ინიციატივას, რომლითაც ბავშვებისთვის საკვები ოჯახებში უნდა მიიტანონ. ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში მოდის და კონტაქტის შესამცირებლად საკვებისთვის განსაზღვრული ვაუჩერი უფრო მისაღებია.

კომპანიებს კი, რომლებსაც ბაღების მომარაგება ევალებათ, ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ხელშეკრულებები დროებით უნდა შეუწყდეთ - აბობს მირდატ ქამადაძე. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში