თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის მოქალაქე დაჯარიმდება - ინიციატივა პარლამენტში დღეს შევა

17 მარტი 2020, 14:20 1741 ნახვა

„პარლამენტში დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები" - ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა მდინარაძე ავრცელებს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა. "იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ.
ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაჩქარებული წესით შევიტანთ ცვლილებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღეს პოლიციამ 22 ადამიანი იძულებით გადაიყვანა კარანტინში, რადგან დარღვეული ჰქონდათ თვითიზოლაციაში ყოფნის წესები. სულ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი ასეთი 71 მოქალაქე იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში