დარჩით სახლში, ამას ემსახურებოდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეჩერება - კახა კალაძე 

18 მარტი 2020, 14:39 1656 ნახვა

მმართველი გუნდის წევრი და თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, რადგან სწორად ამას ემსახურება მთავრობის გადაწყვეტილება - სამარშრუტო ტაქსების შეჩერების შესახებ. 

"პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ" - განაცხადა კალაძემ. 

საქართველოს დიდ ქალაქებში მიკროავტობუსები მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ჩაანაცვლა, რომლებიც გადაჭედილია. მიკროავტობუსების აკრძალვა კი იმ მოტივითაც მოხდა, რომ ვიწრო სივრცეში ვირუსის გავრცელების დიდი რისკი იყო. 

საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში კი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, მოქალაქეები ამ რესურსის გარეშე დარჩნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში