ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

22 სექტემბერი 2016, 00:00 2766 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა, რომელზეც კაბელებისა და უგულავას საქმეები უნდა განიხილონ ამ დრომდე არ დაწყებულა. პარალელურად დღესვე უნდა ემსჯელა პლენუმს გახმაურებულ საქმეებზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის საკითხზეც. შეგახსენებთ თვითაცილებას ითხოვს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი. ამასთან, “რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლეების მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილების შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის იურისტმა მიმართა. კიდევ ერთი შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტმა მიმართა და ე.წ გახმაურებულ საქმეებზე სამი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილისა და ქეთევან ერემაძის აცილება მოითხოვა.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში