4 ქვეყანაში საქართველოს ინფიცირებულ მოქალაქეებზე გვაქვს ინფორმაცია - ზალკანიანი

19 მარტი 2020, 14:03 1888 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის ინფორმაციით,  ოთხ ქვეყანაში არის საქართველოს ის მოქალაქეები, რომელზეც ინფორმაციას ფლობენ და მათ აქვთ კორონავირუსი.   

"ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ევროპაში იმყოფებიან და აღრიცხულია მათ შესახებ მონაცემები, ანუ იმ მოქალაქეებზე გვაქვს ინფორმაცია, რომლებმაც მიმართეს საელჩოს.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს  მოქალაქეები ინფიცირებული არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ეს შემთხვევები არის აღრიცხული. ჩვენ ვართ დაავადებათა ცენტრთან კომუნიკაციაში და ის ადამიანი, რომელიც აღრიცხული გვყავს, სახლის პირობებში გადის მკურნალობას, თვითიზოლაციაში" - განაცხადა დავით ზალკანიანმა.  

მისი ინფორმაციით, ევროპაში ინფიცირებულები, რომლებსაც აქვთ სიმპტომები ან კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, სახლში გადიან მკურნალობას და არიან თვითიზოლაციაში. მინისტრის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩაერთვება ახლა პროცესში და დისტანციურად დაუკავშირდებიან და რეკომენდაციებს მისცემენ მათ.
 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კი  4 ქვეყანაში 20 მდე საქართველსო მოქალაქეს აკვირდებიან სხვადასხვა კლინიკაში. 

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში