დროებით გაუქმდეს კომუნალური გადასახადები - შალვა ნათელაშვილი

19 მარტი 2020, 16:53 2703 ნახვა

დღეს, 19 მარტს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა,  შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გადადგას ნაბიჯი მოსახლეობის დასახმარებლად და ამ მძიმე პერიოდში დაუფაროს კომუნალური გადასახადები. 

მისი თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებდან გამომდინარე, ხელისუფლება მოსახლეობას კრიზისული თვეების განმავლობაში უნდა დაეხმაროს.   "მიმდინარე გლობალური ინფექციური საფრთხის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოში შეჩერდეს გადასახადების ამოღება, შუქზე, გაზზე და წყალზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით უახლოეს საათებში,"-აცხადებს შალვა ნათლაშვილი.

გუშინ, 18 მარტს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომუნალური გადასახადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში