კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ

19 მარტი 2020, 20:05 1511 ნახვა

კორონავირუსთან  დაკავშირებით მთავრობამ  შეხვედრა დღეს  კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან გამართა, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  ორი კვირის განმავლობაში  მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების    მატება ,  ამიტომ  პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის პაციენტების მისაღებად 500-ზე მეტი საწოლია მზად.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი რესურსებით ჩართვისთვის მზაობას გამოთავქმენ კერძო კლინიკების წარმომადგენლები.ტიკარაძემ კომენტარი გააკეტა  ვირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებითაც, მისი ინფორმაციით  ტესტერების შემოტანასთან დაკავშირებით  სამთავრობო მოლაპარაკებები  კორეასთან და ჩინეთთან მიმდინარეობს , მისი თქმით ბაზარზე  ბევრი მომწოდებელია, თუმცა სამინისტრო  დადგენილ წესებს მიყვება იმისთვის ,რომ  ქვეყანაში არ  შემოვიდეს უხარისხო ტესტები .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში