ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსეთთან და საქართველოსთან „საზღვრის“ გადაკვეთაზე შეზღუდვებს აწესებს

20 მარტი 2020, 09:48 1037 ნახვა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ე.წ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსეთთან და საქართველოსთან „საზღვრის“ გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, 1 მაისამდე, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შესვლა აიკრძალა. რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ დე ფაქტო რესპუბლიკის იმ მცხოვრებლებსაც, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს. კომიტეტის ცნობით, რუსეთში გადასვლას შეძლებენ ე.წ. რესპუბლიკაში რეგისტრირებული ავტომანქანები.

რაც შეეხება დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლას, დე ფაქტო კომიტეტი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით გამშვები პუნქტი „ცხინვალი-ერგნეთი“ და რაზდახანის, პერევისა და ხელჩუას გამშვები პუნქტები დაიკეტა განსაკუთრებულ განკარგულებამდე. მათ შორის იმ პირებისთვისაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადადიოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში