ფული, რომელიც შედის ეროვნულ ბანკში ორი კვირის განმავლობაში კარანტინში თავსდება - გვენეტაძე

21 მარტი 2020, 12:04 2341 ნახვა

ნაღდი ფული, რომელიც დღეს საქართველოში საფინანსო სექტორში მოძრაობს, ეროვნულ ბანკში შესვლისთანავე 2 კვირიან კარანტინში ხვდება და მისგან ვირუსის გადატანის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას და უკონტაქტო გადახდის სისტემა გამოიყენოს.მასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორი მომზადებული ხვდება ფინანსურ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში