საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება- პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტმა დაამტკიცა

21 მარტი 2020, 21:20 1671 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით, 2-ის წინააღმდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დაამტკიცა.

პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ. 

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში