საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

22 მარტი 2020, 11:14 1245 ნახვა

115-ი  2-ის წინააღმდეგ, ამ თანაფარდობით საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ.  

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციაც. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ   არჩევნები საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან, 6 თვის თავზე ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში