უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება

25 მარტი 2020, 15:00 2155 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაფრენებთან დაკავშირებით შექმნილ გრაფიკზე ისაუბრა საკოორიდნაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ.  

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განრიგით განსაზღვრული ფრენების ბილეთები ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი და ინფორმაცია ამის შესახებ, რეისამდე დღით ადრე გახდება ცნობილი.მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ფრენა შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი კი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება. აქამდე შესრულებული ფრენებით  ქვეყანაში  300 მოქალაქე დაბრუნდა.

ვენიდან და ამსტერდამიდან კი პირველ რიგში ის მოქალაქეები ჩამოვლენ ქვეყანაში, რომლებსაც რეისები გაუუქმდათ კორონავირუსის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში