კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 79-მდე გაიზარდა

26 მარტი 2020, 18:04 1895 ნახვა

კორონავირუსისგან საქართველოში უკვე 10 პირი გამოჯანმრთელდა და მედიკოსების ინფორმაციით უახლოეს დღეებში კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან, თუმცა ამ ფონზე ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და შესაბამისად 79 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ინფიცირებულებიდან 6 ბათუმში მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია დღეს კიდევ 4 საეჭვო პაციენტის ანალიზების პასუხი გახდება ცნობილი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში