“ნაციონალური მოძრაობის” პრეტენზია და სოციალური

23 სექტემბერი 2016, 00:00 4162 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აჭარის მცხოვრებლებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ოჯახების ნაწილს, დახმარება გაურკვეველი მიზეზებით შეუწყდათ.  პარტიის წევრებმა ასეთი გადაწყვეტილებები სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში, იმ მოქალაქეებთან ერთად გააპროტესტეს, რომლებიც დახმარების მიღებას ამ ეტაპზე ვეღარ ახერხებენ. ბათუმის 70-ე ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მტკიცებით, მოქალაქეებისთვის შემწეობის შეწყვეტა შეგნებულად ხდება. ბრალდებებს სიცრუე უწოდეს სააგენტოში. უწყების აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილის განმარტებით, შუამდგომლობების მიღება კვლავაც გრძელდება, მოქალაქეებისთვის დახმარების შეწყვეტა კი ხშირ შემთხვევაში ქულების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას უკავშირდება.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში